მძიმე მარცხი საკუთარ კედლებში: ''ლესტერი'' მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
Aa
Aa

მძიმე მარცხი საკუთარ კედლებში: ''ლესტერი'' მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

საფეხბურთო კლუბ ''ლესტერის'' მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პუელმა ''კრისტალ პალასთან'' მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა. 16-თვიანი მუშაობის შემდეგ ფრანგი სპეციალისტი ''მელიებს'' დაემშვიდობა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

პრემიერლიგის გასულ ტურში ''ლესტერი'' შინ ''კრისტალ პალასთან'' 1:4 დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ ''ლესტერი,'' რომელიც 2016 წლის პრემიერლიგის გამარჯვებულია, გასავარდნ ზონას მხოლოდ 8 ქულით უსწრებს. ''ლესტერს'' პრემიერლიგის უკანასკნელ ექვს შეხვედრაში გამარჯვება არ მოუპოვებია, რასაც ინგლისის ასოციაციის თასზე რანგით მესამე ლიგის ''ნიუპორტთან'' მარცხი დაერთო და პუელის წასვლა მოსალოდნელი იყო.

2017 წლის ოქტომბერში ''ლესტერის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი კრეიგ შექსპირმა დატოვა, ვაკანტური პოზიცია კი კლოდ პუელმა დაიკავა. ფრანგის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში ''ლესტერმა'' პრემიერლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები