„რომას“ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირება ძვირად დაუჯდა
Aa
Aa

„რომას“ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირება ძვირად დაუჯდა

Football Italia“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დროს, „რომას“ ცენტრალურმა ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ ტრავმა მიიღო და გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა.

არსებობს იმის ალბათობა, რომ ფეხბურთელს ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული.

დე როსი სამედიცინო გამოკვლევას უახლოეს 48 საათში გაივლის და ტრავმის სიმძიმეც ამის შემდეგ დადგინდება. იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელშიც მისი გუნდი საკუთარ მოედანზე „პალერმოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები