ლევანდოვსკის სამაგალითო საქციელი
Aa
Aa

ლევანდოვსკის სამაგალითო საქციელი

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მზად არის, უარყოს მადრიდის „რეალისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ შემოთავაზებები და კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები „რეკორდმაისტერთან“ აწარმოოს.

„ვიცი, რომ ჩემით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის მადრიდის „რეალი“, „პარი სენ ჟერმენი“ და მანჩესტერ „სიტი“. თუმცა მე „ბაიერნში“ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ერთადერთი გუნდი, რომელთანაც კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს, ეს სწორედ მიუნხენური გრანდია. „რეკორდმაისტერს“ კარგი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ჟერომ ბოატენგსა და ტომას მიულერს კონტრაქტი გაუხანგრძლივონ. ვიცი, რომ ინგლისში ფეხბურთელები გაცილებით უკეთეს ფინანსურ მოგებას ნახულობენ, თუმცა აქ ძალიან კარგი ატმოსფეროა და კლულბის დატოვების სურვილი არავის აქვს. ჩემი სურვილიც „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაა“ - განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები