როგორ დავასვენოთ ალბა?
Aa
Aa

როგორ დავასვენოთ ალბა? "ბარსამ" იდეალურ კანდიდატურას მიაგნო

"ბარსელონა" ხორდი ალბას შემცვლელის ძიებაშია. ერნესტო ვალვერდეს გუნდში მხოლოდ ერთი მარცხენა მცველი ჰყავს, რაც პრობლემებს ქმნის.

ალბას ტრავმის, ან რაიმე სხვა მიზეზის შემთხვევაში მას ვერავინ შეცვლის.

ესპანური Mundo-ს ინფორმაციით "ბლაუგრანა" ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე მუშაობს და მადრიდის "ატლეტიკოდან" ფელიპე ლუისის შეძენას შეეცდება.

ბრაზილიელი განაპირა მცველი 33 წლის არის და "როხიბლანკოში" მას მალე ლუკას ერნანდესი შეცვლის, რასაც თავად ლუისიც ხვდება.

ალბა 29 წლის გახლავთ და სავარაუდოდ მას 2-3 სეზონის განმავლობაში ძირითადიდან ვერავინ ამოაგდებს. ასეთ შემთხვევაში კი "ბარსას" ისეთი მარცხენა მცველის შეძენა სურს, რომელსაც თადარიგში დარჩენაზე პრეტენზიები არ ექნება.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ლუისს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და დიდია იმის შანსი, რომ კატალონიელებმა გამოცდილი ბრაზილიელი ხელში სრულიად უფასოდ ჩაიგდონ.

ასევე იხილეთ - Eurosport-ის სიუჟეტი გურამ თუშიშვილზე - გზა მსოფლიო ჩემპიონობამდე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები