რაკიტიჩი
Aa
Aa

რაკიტიჩი "ინტერს" უახლოვდება - ბრძოლაში "ბაიერნიც" ჩაერთო!

ივან რაკიტიჩის "ბარსელონადან" წასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

როგორც ცნობილია, ხორვატის შეძენის მთავარი მსურველი მილანის "ინტერი" გახლავთ, რომელსაც "ბაიერნის" სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

Sport-ის ცობით "რეკორდმაისტერი" ახალი ნახევარმცველის დამატებას გეგმავს და რაკიტიჩს ძირითადში გარანტირებულ ადგილს სთავაზობს.

ჯერჯერობით მიუნხენელთა მხრიდან ფინანსური შეთავაზების შესახებ არაფერია ცნობილი, სამაგიეროდ La Gazzetta dello sport-ი წერს, რომ "ინტერმა" ხორვატს უკვე კონტრაქტის დეტალებიც გააცნო.

წყაროს ცნობით რაკიტიჩი თანხმობის შემთხვევაში იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2022 წლამდე გააფორმებს, მისი ყოველწლიური ანაზღაურება კი 6.5 მილიონი ევრო იქნება.

ტრანსფერის სავარაუდო თანხად 40-50 მილიონი ევრო სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩის პოზიციაზე "ბარსამ" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ "აიაქსიდან" 21 წლის ფრენკი დე იონგი შეიძინა.

ასევე იხილეთ - მსოფლიო რეიტინგი - პეტრიაშვილი პირველია, კენჭაძე მეორე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები