მორატა „ბაიერნს“ ემუქრება!
Aa
Aa

მორატა „ბაიერნს“ ემუქრება!

„ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა „იუვენტუსსა“ და „ბაიერნს“ შორის გაიმართება. ამ მატჩთან დაკავშირებით, კომენტარი „ბიანკონერის“ ახალგაზრდა ესპანელმა შემტევმა, ალვარო მორატამ გააკეთა და როგორც მისი საუბრიდან ჩანს, გერმანელებს „იუვენტუს სთედიუმზე“ კარგი დღე ნამდვილად არ ელოდებათ:

„ყველაზე კარგად თამაში გერმანულ გუნდებთან გამომდის. არ ვიცი ეს რატომ ხდება, თუმცა იმედი მაქვს, ეს „ბაიერნთანაც“ გაგრძელდება. წინ საკმაოდ რთული დაპირისპირება გველოდება, მაგრამ ჩვენთან მიუნხენელებსაც ძალიან გაუჭირდებათ. ტურინში მათ ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდებათ. ბოლო ცხრა თამაშში საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ, ბევრს ვიმოძრავებთ და მაღალ ტემპს შევქმნით. როგორც ყოველთვის, გუნდურად ვითამაშებთ და ვეცდებით, რომ შეცდომები არ დავუშვათ. ლევანდოვსკი ამ მომენტში ევროპის საუკეთესო თავდამსხმელია და მისი თამაშის ხილვა სიამოვნებაა ჩემთვის. რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, ბოლო დროს იქ საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა და თავის გამოჩენის შანსი თითქმის არ მეძლეოდა. ბევრი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ მხოლოდ „იუვენტუსმა“ შეძლო ჩემი დარწმუნება. აქ ბედნიერი ვარ და „იუვენტუსისთვის“ ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ“ - განაცხადა ალვარო მორატამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები