ანდრეი კანჩელსკისი: „პოგბა „მანჩესტერის“ ლიდერი არაა“
Aa
Aa

ანდრეი კანჩელსკისი: „პოგბა „მანჩესტერის“ ლიდერი არაა“

ოლე გუნნარ სოლსკიაერის გუნდში მოსვლის შემდეგ „მანჩესტერი“ შესანიშნავად გამოიყურება. „წითელი ეშმაკების“ წარმატებულ სვლაში დიდი წვლილი ფრანგ ფეხბურთელს, პოლ პოგბას, მიუძღვის.

25 წლის ნახევარმცველი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და უკანასკნელ11 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი. საფეხბურთო სამყარო პოგბას ქება-დიდებაშია, თუმცა „მანჩესტერის“ ყოფილ მოთამაშეს, ანდრეი კანჩელსკისს ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს.

„ყველა პოგბას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვან მატჩებში კარგად თამაშობს. ვნახოთ „ლივერპულთან“ რა მოხდება. პოლს შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს ასპარეზობა“.

„ამჟამინდელი გადმოსახედიდან იგი "მანჩესტერის" ლიდერი არ გახლავთ. წარსულში „იუნაიტედის“ ღირსებას როი კინი, სტივ ბრიუსი და კანტონა იცავდნენ. ისინი ნამდვილი ლიდერები იყვნენ. დღესდღეობით „მანჩესტერს“ ლიდერი არ ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს „წითელი ეშმაკები“ „ოცნებათა თეატრზე“, მოსისხლე მტერს, „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან და ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ „მერსისაიდელებმა“ ქულები დაკარგონ.

ასევე იხილეთ - საოცარი პერფორმანსი - აი ასე დახვდნენ "ზენიტს" ქომაგები!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები