ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ იურგენ კლოპი დააჯარიმა
Aa
Aa

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ იურგენ კლოპი დააჯარიმა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ „ლივერპულის“ თავკაცი, იურგენ კლოპი, 45000 ფუნტით დააჯარიმა. საქმე „ვესტ ჰემთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს ეხება.

„ჩაქუჩებთან“ დაფიქსირებული ფრე გერმანელმა სპეციალისტმა შეხვედრის მთავარ არბიტრს, კევინ ფრენდს, დააბრალა. „მერსისაიდელთა“ დამრიგებლის თქმით სადიო მანეს გოლის შემდეგ, რომელიც თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, მსაჯი ყველაფერს აკეთებდა, რომ შეცდომა გამოესწორებინა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა: „ვესტ ჰემისა“ და „ლივერპულის“ მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარის გამო იურგენ კლოპი 45000 ფუნტით დაჯარიმდა. მისმა განცხადებამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წესი დაარღვია, რომელიც მატჩის არბიტრის ობიექტურობაში ეჭვის შეტანას ეხება“.

წლევანდელ სეზონში ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გერმანელ სპეციალისტს აჯარიმებენ. იგივე „ევერტონთან“ ჩატარებული შეხვედრის შემდეგაც მოხდა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კლოპს მოედანზე შევარდნა და ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნა არ აპატია. მაშინ იურგენს 8000 ფუნტის გადახდა მოუწია.

ასევე იხილეთ - სკანდალი თურქეთში : "ცხინვალი"-ს 5 ფეხბურთელი დაკავებულია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები