მაურიციო სარიმ ყველაფერი უარყო
Aa
Aa

მაურიციო სარიმ ყველაფერი უარყო

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის, ლონდონური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ მას სულ მალე გაათავისუფლებენ. იტალიური ტაბლოიდების ცნობით კი იგი „რომას“ მესვეურებს შეხვდა და მათთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „არისტოკრატების“ დამრიგებელს კითხვა „მალმიოსთან“ გამართული მატჩის შემდეგაც დაუსვეს. სარიმ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა: „რომას“ წარმომადგენლებთან კონტაქტი არ მქონია. „ჩელსისთან“ კონტრაქტი მომავალ წლამდე მაქვს გაფორმებული და სხვა კლუბთან კავშირი ნამდვილად არ დამიმყარებია“.

„ერთ-ერთ იტალიურ გაზეთში წავიკითხე თითქოს ფრანკო ბალდინისთან ვახშამი გავმართე. მგონი ფრანკო ამჟამად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, წარმოიდგინეთ რა რთული იქნებოდა მასთან შეხვედრა“.

მაურიციო სარის „ჩელსიმ“ ევროპა ლიგაზე „მალმიო“ 3-0 სძლია. „არისტოკრატების“ მხრიდან თავი ოლივიე ჟირუმ, როს ბარკლიმ და კალუმ ჰადსონ-ოდოიმ გამოიჩინეს.

შვედებთან მოპოვებული წარმატების შემდეგ იტალიელი სპეციალისტის გუნდი „კარაბაოს თასის“ ფინალში იასპარეზებს და პეპ გუარდიოლას „სიტის“ დაუპირისპირდება. Daily Mail-ის ინფორმაციით ეს შეხვედრა სარის მომავალზე დიდ გავლენას იქონიებს. მატჩი კვირას, „უემბლიზე“, გაიმართება.

ასევე იხილეთ - სკანდალი თურქეთში : "ცხინვალი"-ს 5 ფეხბურთელი დაკავებულია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები