Aa
Aa

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი კრიშტიანუ რონალდუს გამოეხმაურა

„ატლეტიკოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ყურადღების ცენტრში მოექცა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სტადიონზე ყოფნისას „როხიბლანკოსის“ ქომაგებს ჟესტით ხუთჯერ მოგებულ ჩემპიონთა ლიგაზე მიანიშნა. მატჩის შემდეგ კი აღნიშნა: „მე ხუთი ლიგა მაქვს მოგებული, „ატლეტიკოს“ კი ნული“.

კრიშტიანუ რონალდუს განცხადებას საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პორტუგალიელის საქციელის შესახებ კომენტარი ბევრმა ცნობილმა სახემ გააკეთა. „იუვენტუსის“ თავდამსხმელის ფრაზებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომაც დააფიქსირა: „პატარა შესწორებას შევიტან. კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ კი არა 3-ჯერ აქვს მოგებული. „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მიღწეული წარმატება არ ითვლება, რადგან ის ფინალები მას არ მოუგია“.

„ვინ მოიგო?! ამას შემდეგ ინტერვიუში გეტყვით“.

„ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ განმეორებითი შეხვედრა 13 მარტს გაიმართება. მადრიდელებთან ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. ასე რომ საკმაოდ დიდი შანსია კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგას თავისთვის უჩვეულოდ დაემშვიდობოს. ამ მომენტისთვის პორტუგალიელის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია.

ასევე იხილეთ - სკანდალი თურქეთში : "ცხინვალი"-ს 5 ფეხბურთელი დაკავებულია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები