მაურიციო სარი
Aa
Aa

მაურიციო სარი "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე?

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის, ლონდონური მომავალი ბურუსით არის მოცული. იტალიელ სპეციალისტს ურთულესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი. "არისტოკრატები" ჯერ ევროპა ლიგაზე "მალმიოს" შეერკინებიან, კვირას "სიტის" "კარაბაოს თასის" ფინალურ შეხვედრაში "უემბლიზე" დაუპირისპირდებიან, შემდეგ კი "ტოტენჰემის" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ. Daily Mail-ის ცნობით თუ რომელიმე მატჩში "ლურჯებს" ფეხი დაუცდებათ სარის გაათავისუფლებენ.

რამდენად რეალურია აღნიშნულ შეხვედრებში წარმატების მიღწევა თავად განსაჯეთ. იტალიური გამოცემები კი იუწყებიან, რომ მაურიციო "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნდება.

La Reppublica-ს ცნობით სარის საკუთარ რიგებში ხილვით "რომაა" დაინტერესებული. "ჯალოროსის" წარმომადგენლები, ფრანკო ბალდინი და ჯეიმს პალოტა, ლონდონში იმყოფებოდნენ და "ლურჯების" დამრიგებელთან ვახშამი გამართეს, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

იტალიური ტაბლოიდის მიხედვით "რომას" ამჟამინდელი თავკაცი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, დიდი ალბათობით კლუბს ზაფხულში დატოვებს და სარი დედაქალაქურ გუნდს სწორედ ამ პერიოდში ჩაიბარებს.

ასევე იხილეთ - ჩაკვეტაძის გადაბირებით ''სამპდორია'' დაინტერესდა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები