ტაქტიკური ანალიზი: სოლარის მომაკვდინებელი შეცდომა და 15 წუთში წაგებული თამაში

სიახლე 21.02.2019
A+ A- 15:47

ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე სენსაციური მარცხი განიცადა და „ჟირონას“ 3 ქულა გაატანა.

ეს იყო შეხვედრა, რომელშიც დამნაშავე მხოლოდ ერთი ადამიანი გახლდათ - სანტიაგო სოლარი.

ახალგაზრდა არგენტინელ სპეციალისტზე ადრეც ვწერდით და მისი მადრიდული მიღწევები ჩამოვთვალეთ, რომლის არდანახვაც ნამდვილი უსამართლობა იქნებოდა, თუმცა ამჯერად მან პირველი მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვა.

„ჟირონასთან“ მატჩში სოლარიმ დაუშვა შეცდომა, რომელიც არ (ან ვერ) დაინახა. მოდით ყველაფერს შეხვედრის სტარტიდანვე მივყვეთ.

პირველი ტაიმი - სოლარის სწორი არჩევანი, რომელიც ამართლებდა...

„სამეფო კლუმა“ მატჩი 4-3-3 სქემით დაიწყო, რომელმაც გუნდს დომინირებისა და მომენტების შექმნის საშუალება მისცა.

„რეალი“ მეტოქეს ყველა ასპექტში აღემატებოდა და კაზემიროს გოლის წყალობით ლოგიკურადაც იგებდა.


 

მადრიდელები პირველ ტაიმში ბურთს 61%-ით ფლობდნენ და კარის ჩარჩოში 8 დარტყმიდან 4 მოახვედრეს. თავის მხრივ, უშანსოდ იყო „ჟირონა“.

„რეალმა“ პირველი ნახევარი ასეთი შემადგენლობით ითამაშა.

მეორე ტაიმი - შეცდომების კასკადი და 15 წუთში წაგებული თამაში

შესვენების შემდეგ სანტიაგო სოლარიმ რატომღაც ჩათვალა, რომ მის გუნდს შეტევაში მეტი აგრესია და ენერგია სჭირდებოდა და მოედნიდან ვასკესი გაიყვანა. მის ნაცვლად კი ვინისუსი შემოვიდა.

ეს მოხდა 58-ე წუთზე. ამ მომენტიდან „ჟირონამ“ თამაშის შემობრუნება დაიწყო.

კატალონიელებმა დაიწყეს მომენტების შექმნა და ეს ძირითადად მარსელოს ფლანგიდან ხდებოდა. სტუმართა მე-9 ნომერი პორტუ ბრაზილიელ განაპირა მცველს მარტივად უსწორდებოდა.

საბოლოოდ აქტიურობამ შედეგი გამოიღო და ეუსებიო საქრისტანის გუნდმა 65-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც სტუანიმ გოლად აქცია.

 

სოლარის ცვლილებამ აშკარად არ გაამართლა. რატომ? ასენსიო, რომელიც ვასკესის გასვლის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე გადავიდა მარსელოს დაცვაში კარგად აზღვევდა, ვინისიუსი კი უკანა ხაზს იშვიათად ეხმარება, თან მის სათამაშო არსენალში ასეთი სტილი ჯერჯერობით არ მოიძებნება.

მარსელოს ფლანგი დაუცველი გახდა, რაც ერთი შეხედვითაც მარტივად შესამჩნევი იყო.

30 წლის ბრაზილიელი მეტოქის იერიშებს ვერაფერს უხერხებდა და ხშირად მოქმედებას აგვიანებდა.


 

მიმდინარე სეზონში სტატისტიკა გვეუბნება, რომ რეგილონი მარსელოზე გაცილებით სტაბილურია და ეს მხოლოდ ციფრები არ არის - ეს ყველაფერი მოედანზეც მტკიცდება.

მარსელოსა და რეგილონის ბოლო 9 მატჩიდან ახლაგაზრდა ესპანელის უპირატესობა აშკარაა - 9-და 9 გამარჯვება.

როცა 30 წლის ბრაზილიელი ძირითადში იმყოფებოდა, "რეალმა" ცხრიდან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და 6-ჯერ დამარცხდა.

პრობლემის მიუხედავად რა მოიმოქმედა სოლარიმ? არგენტინელმა ეს ყველაფერი ვერ, ან არ შენიშნა და მორიგი მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვა. გოლიდან ზუსტად 1 წუთში ასენსიოს ნაცვლად თამაშში გარეთ ბეილი ჩართო, რომელიც დაცვას ვინისიუსის მსგავსად იშვიათად ეხმარება.

„რეალმა“ ორივე ფლანგი დაუცველი დატოვა და „ჟირონას“ ხელ-ფეხი გაუხსნა.

სტუმრებმა კიდევ უფრო მძლავრად და დამაჯერებლად შეუტიეს. ამის საპირისპიროდ სოლარიმ კვლავ შეტევა გააძლიერა და მოედანზე მარიანო დიასი შემოუშვა.

დიასის შემოსვლით დასუსტდა მოედნის ცენტრი, რადგან მოედნის დატოვება სებალიოსს მოუწია. ნახევარდაცვაში კროოსი და კაზემირო 3 მეტოქის წინაშე დარჩნენ და ბუნებრივია, რომ დაიჩაგრნენ.

ეუსებიოს მიერ არჩეული სქემა 4-1-4-1 მეორე ტაიმში იდეალურად ამუშავდა და ამაში მთავარი წვლილი სოლარის არასწორ ცვლილებებს მიუძღვის.

ცენტრისა და ფლანგების დათმობის შემდეგ ლოგიკური შედეგიც მალევე დადგა. 75-ე წუთზე შესუსტებული მარჯვენა ფლანგიდან „რეალს“ შეტევა გაეპარა, ოდრიოსოლამ დარტყმლუს დროულად ვერ დააფარა ბურთი კარში წავიდა, რომელიც კურტუამ მოიგერია, გამოვარდნილ ბურთზე კი გამოიცანით ვინ დააგვიანა რეაქცია? დიახ - ეს მარსელოა.

ბრაზილიელს პორტუმ დაასწრო და ანგარიში 2:1 გახადა.

 

სოლარის 4-2-4-მა არ გაამართლა. მწვრთნელმა დამაჯერებელი პირველი ტაიმის შემდეგ მთელი გუნდი მოშალა და 15 წუთში თამაში წააგო.

საბოლოოდ ოთხი გამოკვეთილი შემტევით თამაშმა შედეგი ვერ გამოიღო და შეტევაში წასვლა კვლავ სერხიო რამოსს უწევდა, რომელიც ერთ-ერთი ეპიზოდის დროს მეორე ყვითელი ბარათით დაისაჯა და მოედნიდან გააძევეს.

 

ეს იყო სოლარის პირველი დიდი შეცდომა „რეალში“, რომელიც მას დიდი ალბათობით ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჩამოაშორებს.

ასეთი შეცდომების დაშვების შემდეგ, „რეალის“ მსგავს დიდ გუნდებში როგორც წესი მწვრთნელებს თანამდებობას ატოვებინებენ ხოლმე...

სოლარისთვის ბევრ რამეს გადაწყვეტს სამეფო თასის ნახევარფინალის განმეორებითი „ელ კლასიკო“, რომელიც  27 თებერვალს მადრიდში გაიმართება.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ასევე იხილეთ - როგორი ფორმებით ითამაშებენ გრანდები 2019-2020 წლების სეზონში

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა უელსსა და ხორვატიას შორის (1:1), მადრიდის „რეალისთვის“ სავალალოდ დასრულდა. მატჩის მსვლე...

არსენ ვენგერი მადრიდის „რეალში“ არსებულ მდგომარეობასა და ედენ აზარის შესახებ საუბრობს. ფრანგი სპეციალისტის აზრით, აზარს „ბლანკოსში&l...

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რობერტო კარლოსი, მადრიდის „რეალში“ გატარებულ პერიოდს იხსენებს და ამ გუნდში მის ყოფილ მწვრთნელებს ახასია...

გავლენიანი ესპანური გამოცემები Marca და AS იტყობინებიან, რომ მადრიდის „რეალი“ ზამთარში კრისტიან ერიქსენის გადაბირებას შეეცდება. „ლოს...

2011 წელს მადრიდის „ატლეტიკო“ თავიდან დაიბადა - გუნდი სრულად გარდაიქმნა. საშუალოზე მაღალი დონის, გახსნილი ფეხბურთის მოთამაშე და სუსტი დაცვ...

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ გარეტ ბეილს მოთმინების ფიალა აევსო და „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა. უელსელი ფეხბურთელი &bd...

ლა ლიგის მერვე ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ „სევილიას“ უმასპინძლა და მეტოქე 4-0 გაანადგურა. „ბ...

მილანის „ინტერთან“ მოპოვებული რთული გამარჯვების შემდეგ ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნული შეხვედრა შეაფასა. არგენტ...

სტუმართა ტრიბუნის სექციაში ერთის გარდა ყველა სკამი თავისუფალია... იმ ერთ სკამთან ერთგულება, ენთუზიაზმი, პატრიოტიზმი და უანგარო სიყვარული დგას! დგას და...

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, AS-მა ფილიპე კოუტინიოს შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზილიელთან მიმართებით „ბარსელონას&ldquo...

თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ''ზანქტ. პაულის'' თურქი ფეხბურთელი ჯენკ შაჰინი კლუბიდან გაუშვეს, რადგან სპორტსმენმა თურქეთის მიერ სირიაში მიმდინარე საომარ...

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, კაზემირო დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია. 27 წლის ბრაზილიელი დიდი ხანია უმაღლეს დონეზ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მატ...

უკრაინის ნაკრები რიგით მე-5 გუნდია, რომელმაც მომავალ წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა პორტუგალია...

გუშინ ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. გარეტ საუთგეიტის კოლექტივმა ბრწყინვ...

კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში მე-700 გოლი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მეტოქის კარი პე...

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რობერტო მანჩინისთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ხელშეკრულების თანახმად, "სკუადრა აძურას" დამრი...

საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული ისტორიაში პირველად ქალთა ფეხბურთის გუნდი "ლანჩხუთი" გახდა. ჩემპიონებს კუთვნილი თასი და მედლები ...

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ ...

თანამედროვე ფეხბურთის ვარსკლავები ხელფასის სახით უზარმაზარ თანხებს იღებენ, რომლებსაც უძრავი და მოძრავი ქონების შესაძენად ხარჯავენ. საბედნიეროდ მათთვის...

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი ომარაშვილმა (ორჯერ) და ზურაბ ერაძემ ...

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა უელსსა და ხორვატიას შორის (1:1), მადრიდის „რეალისთვის“ სავალალოდ დასრულდა. მატჩის მსვლე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Le10sport იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზამთარში კრისტიან ერიქსენის გადაბირებას შეეცდება. "ბებერი ქალბატონი" მიზნი...

რეკომენდებული სიახლეები
ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით დაასრულეს. აქედან 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო იყო. მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც თბილ...
14.10.2019
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლ...
14.10.2019
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა ერთ-ერთ ესპანურ შოუში სტუმრობისას მისი და რივალდოს კონფლიქტი გაიხსენა. ვან გაალის თქმით ყველაფერი მას შემდეგ ...
14.10.2019
Crystalsport.ge  აგრძელებს გადაცემას , სადაც წარმატებული  სპორტსმენები დამწყებ  სპორტსმენებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. გადაცემის ...
14.10.2019
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩი...
14.10.2019
თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...
15.10.2019
ანტუან გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, თავის სტილში მაღალ დონეზე მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ეს იყო „ბეტისის“ წინააღმდეგ...
14.10.2019
"ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილმა გოლკიპერმა, პეტერ ჩეხმა "გილფორდ ფენიქსის" რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ 37 წლის მეკარემ რა...
14.10.2019
ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ "ბარსელონა" დიდი ხანია ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. "ბლაუგრანა" ლუის სუარესის ღირსეული შემცვლელის პოვნაზეა ორიენტირ...
14.10.2019
„ინდიანა პეისერსმა“ პრესეზონის სამი შეხვედრა 2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომრის, გოგა ბითაძეს გარეშე ჩაატარა, თუმცა „მინესოტასთან&l...
15.10.2019
ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...
15.10.2019
უკანასკნელი სიახლეები