მესის კიდევ ერთი რეკორდი
Aa
Aa

მესის კიდევ ერთი რეკორდი

როგორც მოგეხსენებათ, „ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპის მატჩების დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ესპანეთის ჩემპიონატის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ხიხონის „სპორტინგმა“ კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლა და მრისხანე მეტოქესთან 1-3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, „ბარსელონას“ არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ დუბლი გაიფორმა, რომელიც მისთვის „ლა ლიგაში“ 300-ე და 301-ე გოლები გამოდგა. რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია, მესიმ ეს ყველაფერი 336 შეხვედრაში გააკეთა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები