„იუვენტუსი“ - ალეგრი. გაგრძელდება თანამშრომლობა?
Aa
Aa

„იუვენტუსი“ - ალეგრი. გაგრძელდება თანამშრომლობა?

იტალიური გამოცემა „Leggo“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის „იუვენტუსი“ გუნდის ამჟამინდელ თავკაც, მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს.

ახალი კონტრაქტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება. ამასთან ერთად, „ბიანკონერის“ ხელმძღვანელები აპირებენ, რომ ზაფხულში ალეგრის ფეხბურთელების შესაძენად საკმაოდ სოლიდური თანხები ამოუყონ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი ტურინის „იუვენტუსში“ უკვე მეორე სეზონს ატარებს. პირველ წელს მან კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონატი მოიგო და „ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც კატალონიის „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები