Aa
Aa

რაშფორდი "მანჩესტერთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ოლე გუნნარ სოლსკიაერის „მანჩესტერის“ წარმატებული სვლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მარკუს რაშფორდია. ინგლისელი ახალგაზრდა ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და პოლ პოგბასთან ერთად გუნდის უდავო ლიდერი გახლავთ.

21 წლის შემტევის შესანიშნავი ასპარეზობა „წითელი ეშმაკების“ მესვეურებს არ გამორჩენიათ. მათ რაშფორდის შენარჩუნება სურთ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.

The Mirror-ის ინფორმაციით „ოცნებათა თეატრის“ დატოვება არც თავად ფეხბურთელს უნდა. ბრიტანული ტაბლოიდის ცნობით კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გამართული მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და რაშფორდი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

მარკუსი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2025 წლამდე დარჩება და ანაზღაურების სახით კვირაში 200 000 ფუნტს მიიღებს.

ინგლისელი შემტევი „წითელი ეშმაკების“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. წლევანდელი სეზონის საწყისი ნაწილი მან არც თუ ისე კარგად ჩაატარა, რაც ჟოზე მოურინიოს დამსახურება გახლდათ.

ოლე გუნნარ სოლსკიაერის გუნდში მოსვლის შემდეგ რაშფორდი მასზე გაცემულ ავანსებს ამართლებს და უკანასკნელ 15 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

ასევე იხილეთ - ქეცბაია კვიპროსზე ბრუნდება?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები