რონალდუ: „მე ხუთი ლიგა მაქვს მოგებული, „ატლეტიკოს“ კი ნული“
Aa
Aa

რონალდუ: „მე ხუთი ლიგა მაქვს მოგებული, „ატლეტიკოს“ კი ნული“

მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ ყურადღების ცენტრში მოექცა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უფერული მატჩი ჩაატარა და არის საკმაოდ დიდი შანსი, რომ კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგას თავისთვის უჩვეულოდ დაემშვიდობოს - ამ მომენტისთვის მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები რონალდუს ისე დაესივნენ როგორც ფუტკარი თაფლს.

კრიშტიანუმ კი იმედგაცრუება ვერ დამალა და ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე ხუთი ლიგა მაქვს მოგებული, „ატლეტიკოს“ კი ნული“.

კითხვაზე თუ რას ფიქრობს „იუვენტუსის“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებზე, პორტუგალიელის პასუხი მოკლე იყო: „ყველაფერს მალე ვნახავთ“.

სიმეონეს ფორმაციის „ატლეტიკოსთან“ 0:2-ის შემოტრიალება ურთულესი ამოცანაა. შეიძლება ითქვას, რომ „პსჟ“-სთან „ბარსას“ 0:4-ზე რთულიც კი გახლავთ.

საამისოდ „ბებერ ქალბატონს“ რონალდუს საუკეთესო თამაში დასჭირდება.

პ.ს. კრიშტიანუს „ატლეტიკოს“ კარში ჯამში 22 ბურთი აქვს შეგდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები