Aa
Aa

ნეიმარი მკურნალობას ბრაზილიაში გააგრძელებს

„პარი სენ ჟერმენის“ ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ნეიმარი დაშავებულ ფეხზე მკურნალობას ბრაზილიაში გააგრძელებს. 27 წლის სუპერვარსკვლავმა „სტრასბურთან“ სათასო მატჩისას მარჯვენა ფეხის მე-5 მეტატარსალი დაიზიანა, რომლის გამოც გასულ სეზონში დაახლოებით 3 თვე გაუცდა.

ნეიმარმა მაშინაც ბრაზილიაში იმკურნალა და იქ გაკეთებული ოპერაციისა და სარეაბილიტაციო პერიოდის წარმატებით გავლის შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომჯობინება შეძლო.

როგორც პარიზული კლუბის საიტი წერს, ნეიმარი სამშობლოში დღეს გაემგზავრება და იქ 10 დღეს გაატარებს, მასთან ერთად იქნებიან პსჟ-ს სამედიცინო შტაბის წევრებიც. ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება, თუმცა პირველადი ვარაუდით, მას 5-7 კვირა დასვენება მოუწევდა.

ნეიმარის არყოფნაში პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატში გუშინ მორიგი მატჩი გამართა და „მონპელიეს“ 5:1 მოუგო. პარიზელები უახლოეს მდევარს 15 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები