კავანის გარშემო სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება
Aa
Aa

კავანის გარშემო სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება

ედინსონ კავანის მამა, ლუის კავანი მისი შვილის ამჟამინდელი მდგომარეობით აღშფოთებულია და მას კლუბის რაც შეიძლება მალე გამოცვლას ურჩევს. კავანის მამის თქმით, მისი 29 წლის შვილი პარიზული გრანდის რიგებში დროს ტყუილად ფლანგავს.

„ნასერ ალ ხელაიფიმ ჩემი შვილი იმისთვის იყიდა, რომ მას ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ეთამაშა. თუმცა მოვლენების შემდგომი განვითარებით ნამდვილად იმედგაცრუებულნი ვართ. დღეს ედინსონს შეტევის ფლანგებზე უწევს თამაში, რითიც ბედნიერი ნამდვილად არ არის. ის გუნდს ისე ვერ ეხმარება, როგორც მას სურს და შეუძლია. ნათელია, რომ სანამ ზლატანი გუნდშია, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე სწორედ ის ითამაშებს. კავანისთვის კი უკეთესი იქნება, თუ კლუბს რაც შეიძლება მალე გამოიცვლის. მე კი ყველაზე მეტად მისი ხილვა მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსში“ გამიხარდება“ - განაცხადა კავანის მამამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები