ხედირა 1 თვე ვერ ითამაშებს
Aa
Aa

ხედირა 1 თვე ვერ ითამაშებს

ტურინის "იუვენტუსის" გერმანელი ნახევარმცველი, სამი ხედირა მოედანზე დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ვერ გავა. აღნიშნული ინფორმაცია "ბიანკონერის" ოფიციალურმა საიტმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა.

დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხედირას გულის პრობლემები აქვს და "ატლეტიკოსთან" მატჩი სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა. დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ხედირას გულის მუშაობა ფეხბურთელისთვის ჩველებრივად არ შეიძლება მიიჩნეოდეს, ამიტომ მას სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს.

არსებული ვარაუდით, 31 წლის საყრდენი მინდორზე მინიმუმ მარტის ბოლომდე ვერ დაბრუნდება. იგი ტურინელთა ლაზარეთში ხუან კუადრადოს შეუერთდა.

სამი ხედირა "ბებერი ქალბატონის" მაისურით 2015 წლიდან თამაშობს, მან "ალიანც სთედიუმზე" მადრიდის "რეალიდან" მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები