Gazzetta:
Aa
Aa

Gazzetta: "ინტერი" და "ბარსა" შეთანხმდნენ - რაკიტიჩი "კამპ ნოუდან" "სან სიროზე"?

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ივან რაკიტიჩი მომდევნო სეზონში „ინტერში“ ითამაშებს.

წყარო წერს, რომ შეთანხმებასთან მხარეები საკმაოდ ახლოს არიან. სახელდება თანხაც, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს.

იტალიური გამოცემის თანახმად, მილანელთა გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა და სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო კატალონიელთა წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.

ხსენებული შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო. მილანელებმა „ბარსას“ 35 მილიონი შესთავაზეს, თუმცა „ბლაუგრანამ“ 45 მილიონი მოითხოვა.

Gazzetta წერს, რომ მხარეები 40 მილიონზე შეთანხმდნენ და 30 წლის ხორვატი „სან სიროზე“ გადაბარგდება.

ასევე იწერება, რომ რაკიტიჩი „ინტერთან“ 3 წლიან კონტრაქტს შეათანხმებს.

რაკიტიჩის გუნდიდან წასვლის მიზეზად ფრენკი დე იონგის შეძენა სახელდება. 21 წლის ჰოლანდიელი ხორვატისა და  სერხიო ბუსკეცის პოზიციაზე თამაშობს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე განვითარებული მოვლენები რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა.

ივან რაკიტიჩს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს, რაც მას „ბარსელონაში“ მომდევნო სეზონიდან აღარ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველი „ბლაუგრანამ“ 2014 წელს „სევილიადან“ შეიძინა. კატალონიელებთან მისი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.

აქვე გეტყვით, რომ „ინტერი“ მოდრიჩის შეძენითაც ინტერესდება. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არსებობს იმის ალბათობა, რომ “ნერაძურის“ მომდევნო სეზონში ნახევარდაცვის ცენტრში ხორვატთა ტრიო ბროზოვიჩი-მოდრიჩი-რაკიტიჩი ჰყავდეს.

ასევე იხილეთ - დი მარიამ ვაან გაალთან კონფლიქტის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები