დი მარიამ ვაან გაალთან კონფლიქტის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა
Aa
Aa

დი მარიამ ვაან გაალთან კონფლიქტის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა

არგენტინის ნაკრებისა და „პსჟ“-ს ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ, „მანჩესტერში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და ლუის ვან გაალთან კონფლიქტის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა.

31 წლის ნახევარმცველი „ოლდ ტრაფორდის“ მკვიდრების რიგებში „მადრიდის რეალიდან“ გადავიდა. „წითელმა ეშმაკებმა“ მის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და ტრანსფერზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

სამწუხაროდ დი მარიამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და „ოცნებათა თეატრიდან“ პარიზში გადაბარგდა. „მანჩესტერის“ მაისურით არგენტინელმა მხოლოდ 32 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო.

დი მარიას ვან გაალთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რაც ESPN Redes-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ერთ-ერთი დაპირისპირების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა. ვან გაალი აქცენტს მუდამ თამაშის ნეგატიურ ასპექტებზე აკეთებდა და მაჩვენებდა შეცდომები სად დავუშვი. კამათი სწორედ ამან განაპირობა“.

„ერთ დღეს ვეჩხუბე და ვუთხარი, რომ მხოლოდ უარყოფითი მომენტების ხილვა არ მსურდა. ბევრი ეპიზოდი იყო ისეტი, სადაც კარგად ვითამაშე და ვკითხე მათი ნახვის საშუალებას რატომ არ მაძლევდა“.

„ვან გაალს ჩემი სიტყვები არ ესიამოვნა და პრობლემები სწორედ აქედან დაიწყო“.

ასევე იხილეთ - მარტინ დემიკელისი ოთხი მძარცველის წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები