იტალიაში მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ! ნახეთ ვინ იგულისხმა ანჩელოტიმ მის განცხადებაში
Aa
Aa

იტალიაში მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ! ნახეთ ვინ იგულისხმა ანჩელოტიმ მის განცხადებაში

მიუნხენის „ბაიერნის“ მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასა“ და „სელტას“ შორის გამართულ მატჩზე ისაუბრა და მესის და სუარესის მიერ გათამაშებულ თერთმეტმეტრიანზე საკმაოდ საინტერესო რამ განაცხადა.

„ამ მომენტის ნახვის შემდეგ, ძალიან გაკვირვებული ვიყავი. ესპანეთისთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა იტალიაში მესის და სუარესს ამის გამო დიდი პრობლემები შეექმნებოდათ. მეტოქეს აუცილებლად უნდა სცე პატივი.

„ბარსელონა“ დღეს მადრიდის „რეალზე“ ძლიერია, თუმცა არავინ იცის როგორი მდგომარეობა იქნება აპრილში და მაისში. „სამეფო გუნდს“ „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება ნამდვილად შეუძლია და ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც ითვლება“ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები