ლავეციმ
Aa
Aa

ლავეციმ "პარი სენ ჟერმენი" დატოვა

„პარი სენ ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ეზეკიელ ლავესი კარიერას ჩინურ კლუბ, „ჰებეი ფორტუნაში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ჩინური კლუბის ოფოციალურმა საიტმაც დაადასტურა.

ტრანსფერის უფრო კონკრეტული დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ფრანგული და ჩინური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის ტრანსფერი „ჰებეი ფორტუნას“ 10 მილიონი დაუჯდა. თავად მოთამაშე კი, ხელფასის სახით წელიწადში 8-დან 10 მილიონამდე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ლავეცის შეძენით მილანის „ინტერიც“ იყო დაინტერესებული, თუმცა „ნერიაძურიმ“ იანვარში არგენტინელი თავდამსხმელის შეძენა ვერ მოახერხა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები