უნაი ემერის ევერ ბანეგას გადაბირება სურს
Aa
Aa

უნაი ემერის ევერ ბანეგას გადაბირება სურს

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, „სევილიას“ ნახევარმცველის, ევერ ბანეგას, ტრანსფერითაა დაინტერესებული. ბრიტანული Mirror-ის ინფორმაციით „მეთოფეები“ არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან.

ემერის ბანეგას შეძენა ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც სურდა, თუმცა მწირი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე მიზანს ვერ მიაღწია. ლონდონელები ბანეგას აარონ რემზის შემცვლელად განიხილავენ, მაგრამ მის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას არ აპირებენ.

არგენტინელი ნახევარმცველი 30 წლისაა და მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 17 მილიონ ფუნტს შეადგენს. „არსენალის“ მესვეურებს „ბარსელონასგან“ იჯარის წესით წაყვანილი დენის სუარესის იმედი აქვთ. თუ ამ უკანასკნელმა ავანსები გაამართლა ბანეგას შეძენის ნაცვლად მის კონტრაქტს გამოისყიდიან.

შეგახსენებთ, რომ რემზი ლონდონურ კლუბს ზაფხულში დატოვებს და „იუვენტუსში“ გადაბარგდება. ტურინელებმა უელსელ ფეხბურთელს 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ანაზღაურების სახით კვირაში 400000 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.

ასევე იხილეთ - მამუკა გორგოძე: "ეროვნული ნაკრების სახელით თამაში მომენატრა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები