Aa
Aa

"სარი-ბოლის" დედაც! "ჩელსის" ქომაგები უკმაყოფილოები არიან

„ლონდონის ჩელსის“ პრობლემებს დასასრული არ უჩანს. „არისტოკრატებს“ ურთულესი პერიოდი უდგათ, რაც ასოციაციის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. „ლურჯებმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღეს და უშანსოდ დამარცხდნენ.

ადგილობრივი პუბლიკა საყვარელი გუნდის გამოსვლით უკმაყოფილო იყო და მაურიციო სარის საწინააღმდეგო შეძახილებს სკანდირებდა - „სარი-ბოლის“ დედაც“, „შენ არ იცი რას აკეთებ“! „ხვალ დილით მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაგათავისუფლებენ“. 

"სტემფორდ ბრიჯს" შეძახილების ტალღამ 71-ე წუთზე გადაუარა, როცა "ლურჯების" დამრიგებელმა მატეო კოვაჩიჩი როს ბარკლით ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სეზონში ეს მეოცე შემთხვევა იყო, როცა სარიმ ნახევარმცველი ამავე ამპლუის მქონე ფეხბურთელით შეცვალა.

ლონდონელი გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდის დანიშვნას ითხოვდნენ, "მანჩესტერის" ქომაგები კი "ჩელსის" თავკაცის პოსტის ჟოზე მოურინიოსთვის ჩაბარების მოწოდებით გამოდიოდნენ.

მატჩისშემდგომ ინტერვიუში „ლურჯების“ ფანატების ქმედებას იტალიელი სპეციალისტი გამოეხმაურა და განაცხადა: „ჩემთვის მთავარი შედეგია და არა გულშემატკივრების დამოკიდებულება. ყველაფერს მშვენივრად ვხვდები და მათი ძალიან კარგად მესმის. წარმატებული პერიოდი არ გვიდგას და უკმაყოფილოები ამიტომ არიან“.

ასევე იხილეთ - ესპანეთის მსაჯთა ასოციაციამ შეცდომები აღიარა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები