Aa
Aa

ვერატი პსჟ-სთან გაახანგრძლივებს

ფრანგული პრესის ინფორმაციით, „პარი სენ ჟერმენი“ და მარკო ვერატი ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე შეთანხმდნენ.

იტალიელ ნახევარმცველს კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ახალი კონტრაქტი კი 2024 წლამდე იქნება გათვლილი და ფეხბურთელის წლიური ხელფასი 10 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

2017 წლის ზაფხულში ვერატი „პარკ დე პრენსიდან“ აბარგებას აპირებდა და კლუბს ტრანსფერზე დაყენებას სთხოვდა, თუმცა ნასერ ალ ხელაიფიმ მის „ბარსელონაში“ გაყიდვაზე მტკიცე უარი განაცხადა. აპენინელი გამთამაშებელი პარიზში დარჩა და ახლა პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებს.

„პარი სენ ჟერმენმა“ იტალიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 2012 წლის ზაფხულში შეიძინა და მის ტრანსფერში „პესკარას“ 12 მილიონი ევრო გადაუხადა. 26 წლის ვარსკვლავს პარიზული კლუბის მაისურით 300-მდე შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები