Aa
Aa

"პრო პიაჩენცა" სერია C-დან მოკვეთეს

იტალიის სერია C-ს გასულ ტურში, „კუნეოსა“ და „პრო პიაჩენცას“ მატჩი 20:0 დასრულდა, რისი მთავარი მიზეზიც ისაა, რომ სტუმრები მოედანზე 7 ფეხბურთელით იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი კი 19 წლის კაპიტანი, მთავარი მწვრთნელის ფუნქციებსაც ითავსებდა.

გუნდში არსებული არეულობა ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, ფეხბურთელები გაიფიცნენ, რადგან მიმდინარე სეზონში ხელფასი არ აუღიათ. პიაჩენცელები ბოლო პერიოდში თინეიჯერებით დაკომპლექტებული გუნდით თამაშობდნენ, საჭირო რაოდენობის ფეხბურთელებს ვერც მათი მეშვეობით აგროვებდნენ და შედეგებიც შესაბამისი გახლდათ.

იტალიის საფეხბურთო ლიგის მმართველი ორგანოს, „ლეგა პროს“ მიერ გუშინ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „პრო პიაჩენცა“ ფინანსური პრობლემების გამო ჩემპიონატიდან მოიკვეთა.

ეს გუნდი 2012 წელსაც გაკოტრდა, თუმცა 2013-ში ახალი სახელით დარეგისტრირდა და იტალიის ჩემპიონატში თამაში გააგრძელა.

ასევე იხილეთ - უცნაური შემთხვევა იტალიის სერია C-ში - გუნდმა 0:20 წააგო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები