Aa
Aa

"ის ჩვენს გუნდს დიდ გამოცდილებას შემატებს" - ნანი კარიერას "ორლანდო სიტიში" გააგრძელებს

32 წლის პორტუგალიელი გარემარბი ლუიშ კარლოს ალმეიდა დაკუნია, იგივე ნანი კარიერას MLS-ში გააგრძელებს.

"ორლანდო სიტის" ვებ გვერდის ცნობით, კლუბმა "სპორტინგთან" ხანგრძლივი მოლაპარაკებები დახურა და ნანისთან 3 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

"ნანი ჩვენს გუნდს დიდ გამოცდილებას შემატებს. ის კარგი ვინგერია და აგრესიული სტილი აქვს. მას თამაშზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ეს ჩვენი კლუბისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა", განაცხადა "ორლანდო სიტის" პრეზიდენტმა ლუის მუციმ.

შეგახსენებთ, რომ ნანის ევროპული კარიერა 2005 წელს ლისაბონის "სპორტინგში" დაიწყო და სწორედ იქვე დასრულდა.

პორტუგალიელის საუკეთესო წლები "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდება, თუმცა ფერგის გუნდში მან ფეხი ბოლომდე ვერ მოიკიდა.

ნანიმ ასევე "ფენერბახჩეს", "ვალენსიასა" და "ლაციოს" ღირსებაც დაიცვა. 2016 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები