ნედვედი:
Aa
Aa

ნედვედი: "მაგიდაზე "მანჩესტერის" წინადადება მედო...ფერგიუსონის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი"

ლეგენდარულმა ჩეხმა ფეხბურთელმა პაველ ნედვედმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას კალჩოპოლის სკანდალი გაიხსენა.

2006 წელს "ბებერი ქალბატონი" სერია B-ში დააქვეითეს.

ნედვედის თქმით, მას "მანჩესტერში" გადასვლა შეეძლო, თუმცა სხვა არჩევანი გააკეთა.

"მე ყოველთვის ვაფასებდი და მომწონდა ინგლისური ფეხბურთი.

ჩემმა აგენტმა "იუნაიტედიდან" შემოთავაზება მიიღო. წინადადება მაგიდაზე გვედო. მე კი "მანჩესტერისა" და სერ ალექს ფერგიუსონის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი.

მაშინდელი "მანჩესტერი" ჩვენი დიდი კონკურენტი იყო. ისინი მოტივაციას გვძენდნენ.

ფერგიუსონმა საოცარ, უპრეცედენტო შედეგებს მიაღწია. არც კი ვიცი ოდესმე ვინმე თუ გაიმეორებს იგივეს.

მე ყოველთვის მეკითხებოდნენ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. იყო თუ არა ეს ურთულესი არჩევანი, რომელიც იმ კრიტიკულ მომენტში მივიღე. ჩემი პასუხი მუდამ ერთი იყო - არა. სინამდვილეში დარჩენა საკმაოდ ადვილი იყო.

სხვა მოთამაშეები, რომლებმაც მსგავსი არჩევანი გააკეთეს. რა მოხდებოდა თუ ისინი დარჩენას არ გადაწყვეტდნენ?..

ჩვენ გადავწყვიტეთ დარჩენა, რადგან ვგრძნობდით პასუხისმგებლობას. გუნდისთვის უნდა დაგვებრუნებინა ის, რაც მან მოგვცა.

კლუბს თავის დროზე ჩვენი სჯეროდა და სწორედ ამიტომ უკან გადახდის დრო ყო მოსული. იმ მომენტში დარჩენა სწორედ ამიტომ იყო ადვილი".

შეგახსენებთ, რომ ჩეხმა "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი დასანანი და უაზრო ყვითელი ბარათის გამო გამოტოვა და "იუვენტუსი" "მილანს" მის გარეშე დაუპირისპირდა. მიუხედავად ამისა, მას 2003 წელს ოქროს ბურთი მაინც გადაეცა და ეს სრულიად დამსახურებულად მოხდა.

ასევე იხილეთ - The Sun: ზიდანი "ჩელსის" დათანხმდება თუ მას 3 პირობას შეუსრულებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები