ჰენდერსონი:
Aa
Aa

ჰენდერსონი: "ჩვენ წელს დუბლისთვის ვიბრძვით! "ბაიერნთან" ურთულესი მატჩი გველის"

"ლივერპულის" კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა "ბაიერნთან" დაპირისპირების წინ პრესასთან ისაუბრა.

ინგლისელმა შუახაზელმა მიუნხენელთა მაღალ კლასს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მისი გუნდი წელს დუბლის შესასრულებლად იბრძოლებს.

"სეზონში უდიდესი დაპირისპირება გველის. თუ ჩვენ არჩევანის გაკეთება პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის მოგვიწევს, ორივე მათგანს ავირჩევთ!

ჩვენ პრიორიტეტებს მატჩიდან მატჩამდე ვალაგებთ. წინასწარ რაიმეს არ ვირჩევთ. მთელი სეზონი ასე გრძელდება და ასე იქნება სამშაბათ საღამოსაც.

მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს, რომელსაც ორივე ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია.

ბევრი თვლის, რომ ამ წყვილში ფავორიტები ჩვენ ვართ და "ბაიერნი" მიმდინარე სეზონში მხოლოდ სტაბილურობისთვის იბრძვის. მე ასე არ ვთვლი.

კოვაჩის გუნდი ბუნდესლიგაში "დორტმუნდს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგაზე კი ისინი ფინალებს და ნახევარფინალებს თამაშობენ. ჩვენ წინ ურთულესი შეხვედრა გველის.

მათ მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავთ და ეს რთული მატჩი იქნება, თუმცა თავდაჯერებულები ვართ და ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ.

გასულ წლებში ჩვენს მიერ ჩატარებული რთული შეხვედრები "ბაიერნის" წინააღმდეგ დიდ დახმარებას გაგვიწევს".

ასევე იხილეთ - სოლსკიაერი: "სანჩესი კეტჩუპივით არის - უჭერთ მაგრამ არ გადმოდის, შემდეგ კი უცებ..."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები