საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის სამზადისს შეუდგა
Aa
Aa

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის სამზადისს შეუდგა

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი 15 თებერვლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბა. 17-წლამდე ნაკრები 21-25 თებერვლის ჩათვლით, ელიტ-რაუნდის მოსამზადებელ 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ბელარუსელ თანატოლებთან. პირველ მატჩს, ჩვენი გოგონები 22 თებერვალს ჩაატარებენ. საქართველოსა და ბელარუსის 17-წლამდეთა მეორე შეხვედრა კი 24 თებერვალს გაიმართება.

ლევან ბაჯელიძეს შეკრებაზე გამოძახებული ჰყავს:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“);

მცველები: მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე, თბილისი), ნინო გურიელიძე (ქსკ „ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი“), ქეთევან ცაავა (ქსკ „მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ „თბილისის თბილისი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მაიკო ბებია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი“, ხობი). სალომე თოდუა (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბლისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი),;

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ „ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მარიამ რომანჩუკი (ქსკ „ლანჩხუთი“).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება, 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართული უეფა-ს 17-წლამდე ქალთა ევროპის 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვეს, სადაც ქართველი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის 17-წლამდე ნაკრები გუნდები.  აღსანიშნავია, რომ ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ქართველ 17-წლამდე გოგონებმა პირველად მოიპოვეს ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები