ჯარელ მილერი იმუქრება
Aa
Aa

ჯარელ მილერი იმუქრება

ენტონი ჯოშუასა და ჯარელ მილერის ორთაბრძოლას ამერიკულ პუბლიკაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორც ირკვევა ამ შერკინებამ ისტორიული შედეგი უკვე დააფიქსირა. გავრცელებული ინფორმაციით წინასწარი გაყიდვების შედეგად კრივის ღონისძიებისთვის სარეკორდო რაოდენობის ბილეთები გაიცა.( საუბარი "მედისონ სქუეარ გარდენზეა")

გულშემატკივრები ჯოშუას სადებიუტო შეხვედრას მოუთმენლად ელიან. ბრიტანელი აშკარა ფავორიტია, თუმცა მილერი უბრძოლველად დანებებას არ აპირებს. ჯარელმა სამომავლო დაპირისპირების შესახებ The Sun-სთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა და პარალელები ბასტერ დაგლასისა და მაიკ ტაისონის ჯახთან გაავლო.

„ვფიქრობ იგივე მოხდება, რაც 1990 წელს. გაიხსენეთ ბოლო პერიოდი! ბრიტანელებს ამერიკაში გამარჯვების მოპოვება ყოველთვის უჭირთ. „პრინც“ ნასიმი, ამირ ხანი და კიდევ სხვები! ბევრი ბრიტანელი მოკრივეა ისეთი, ვინც ამერიკაში ჩავიდა და მიწასთან გაასწორეს“.

„ისინი საკუთარ კედლებში კარგად ასპარეზობენ, მაგრამ როგორც კი სამშობლოს ტოვებენ და ამერიკაში ჩადიან, ყველაფერი იცვლება“.

„გამონაკლისი არც ჯოშუა იქნება. იგი დიდ შეცდომას უშვებს. ენტონი კომფორტული ზონიდან გამოდის, სრულიად უცხო ტერიტორიაზე იმყოფება და აქ პროტეინი აღარ უშველის“.

„აუთსაიდერი აქამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ მაგრამ არცერთხელ დავმარცხებულვარ. „ეიჯეის“ ჰგონია ჩამოვა და გადამივლის?! გამორიცხულია! ასეთი რამ არასდროს მომხდარა და არც მოხდება“!

ასევე იხილეთ - რუდი ლუბერსი - მუჰამედ ალის მეტოქე, რომელიც ამჟამად უსახლკაროა

ცხელი ამბები