ბართომეუ: ხავი „ბარსას“ ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია
Aa
Aa

ბართომეუ: ხავი „ბარსას“ ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია

„ბარსელონას“ პრეზიდენტის განცხადებით, ხავი ერნანდესი გუნდის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია. მაღალჩინოსნის აზრით ესპანელმა თავისი მომავალის გადაწყვეტა 100 პროცენტით დაიმსახურა.

გასულ უქმეებზე „სელტასთან“ მატჩში, ვეტერანი ფეხბურთელი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. 73-ე წუთზე სწორედ ხავის გადაცემით გაიტანა გოლი მეტიეუმ და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

გასულ თვეს, 35 წლის ხავიმ წინასწარი კონტრაქტის დეტალები ყატარის  „ალ სადთან“ შეათანხმა. დიდი ალბათობით ესპანელი მომავალი სეზონიდან აზიაში გადაბარგდება.

„მე ვიცი, რომ ხავი ოჯახთან ერთად ყატარში იმყოფებოდა. მან იცის, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენ არ ჩავერევით. მას შეუძლია დარჩეს ერთი წლით ან წავიდეს. მან თავისუფალი არჩევანის უფლება ნამდვილად დაიმსახურა.“ - განაცხადა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა.

 

გავრცელებული ინფორმაციით ხავი „ალ სადთან“ 3+1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები