ტაისონ ფიური:
Aa
Aa

ტაისონ ფიური: "მეგონა მილერი კარგი სპარინგ-პარტნიორი იქნებოდა"

ენტონი ჯოშუა ამერიკის შეერთებულ შტატებში სადებიუტო შეხვედრას ჯარელ მილერის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ უკანასკნელს კარიერის განმავლობაში მარცხი არცერთხელ განუცდია, თუმცა საკმაოდ ცოტას სჯერა, რომ ბრიტანელს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს.

გამონაკლისი არც ტაისონ ფიურია. ჯოშუას თანამემამულე დარწმუნებულია, რომ ენტონი ოპონენტს იოლად სძლევს და საჩემპიონო ქამრებს შეინარჩუნებს. 

ფიურიმ საკუთარი მოსაზრება The Sun-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და საინტერესო ისტორიაც გაიხსენა, სადაც ჯარელ მილერთან გამართული სპარინგის შესახებ ისაუბრა.

„2011 წელს მორეკამბში ვიმყოფებოდი და სპარინგ-პარტნიორს ვეძებდი. პირველი, ვინც გამახსენდა ჯარელ მილერი გახლდათ. მეგონა ის კარგი სპარინგ-პარტნიორი იქნებოდა“.

„რა თქმა უნდა მაშინ მსოფლიო ჩემპიონი არ ვიყავი. მილერი მორეკამბში ჩამოვიდა და სპარინგი ადგილობრივ სავარჯიშო დარბაზში გავმართეთ“.

„დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ გეტყვით, რომ ორი კვირით დავიქირავე და დღის დასრულების შემდეგ სახლში გავუშვი. რატომ?! პირველივე სპარინგისას მილერი ნოკდაუნში 7-ჯერ ჩავაგდე“.

ასევე იხილეთ - რუდი ლუბერსი - მუჰამედ ალის მეტოქე, რომელიც ამჟამად უსახლკაროა

ცხელი ამბები