The Sun: ზიდანი
Aa
Aa

The Sun: ზიდანი "ჩელსის" დათანხმდება თუ მას 3 პირობას შეუსრულებენ

ბრიტანული The Sun-ი ბევრისთვის მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის თქმით ზინედინ ზიდანმა „ჩელსის“ გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ლონდონელებს ულტიმატუმი წაუყენა.

ზიზუ „არისტოკრატების“ ჩაბარებაზე თანახმაა, თუმცა სანაცვლოდ თავისი პირობები აქვს:

1 - ედენ აზარის შენარჩუნება და ახალი კონტრაქტი. ზიზუ გუნდის აწყობას ბელგიელის ირგვლივ აპირებს.

2 200 მილიონი ფუნტი ტრანსფერებისთვის და პლუს ის თანხა, რომელსაც გუნდი გაყიდული მოთამაშეებიდან მიიღებს.

3 - ვის იყიდის და ვის გაყიდის გუნდი - კლუბის დირექტორთან მარინა გრანოვსკაიასთან ერთად ტრანსფერებს ზიდანიც გააკონტროლებს.

მაურისიო სარის პოზიციები „სიტისთან“ 0:6-ის წაგების შემდეგ შეირყა და მას ბოლო შანსი ლიგის თასის ფინალში სწორედ „ქალაქელების“ წინააღმდეგ აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

ზიდანისა და „ჩელსის“ შესახებ Sun-ი წინა კვირაშიც წერდა. ფრანგ სპეციალისტს „არისტოკრატების“ გარდა „მანჩესტერ იუნაიტედი და „იუვენტუსიც“ ეპატიჟებიან, თუმცა ამ დრომდე ზიზუს თანხმობა არავისთვის განუცხადებია.

ვნახოთ გამართლდება თუ არა ბრიტანული გამოცემის ექსკლუზიური ინფორმაცია.

ასევე იხილეთ - ნემსაძის პასუხი რუსებს: "მოედანზე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერი იქ გამოჩნდება"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები