Aa
Aa

"კარდიფი" ემილიანო სალას ტრანსფერის გამოძიებას ითხოვს

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაციით „კარდიფს“ ემილიანო სალას ტრანსფერის გამოძიება სურს. უელსურ კლუბი ითხოვს საქმე დეტალურად სამართალდამცავებმა და ფიფას და ინგლისის ასოციაციის წარმომადგენლებმა შეისწავლონ.

როგორც ირკვევა „კარდიფს“ 15 მილიონი ფუნტის გადახდამდე უნდა რამდენიმე დეტალი დააზუსტოს და მიზნის მისაღწევად მზადაა ყველა ინსტანციას მიმართოს. The Sun-მა კითხვებიც გაავრცელა, რომლებზეც უელსურ კლუბს პასუხის მიღება სურს.

1)იყო თუ არა სალა „ნანტის“ ფეხბურთელი, როცა თვითმფრინავის ბორტზე ავიდა?

2) ვინ ითავა ფრენის ორგანიზება და რატომ დაიქირავა თვითმფრინავი, რომელსაც მხოლოდ ერთი ძრავა ჰქონდა და სათანადო აღჭურვილობა არ გააჩნდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფრენა ღამის საათებში, რთულ პირობებში შესრულდა?

3) ვინ მიიღო კონკრეტულად იმ თვითმფრინავის გამოყენების გადაწყვეტილება?

4) სადაა თვითმფრინავის მფლობელი?

5) ჰქონდა თუ არა თვითმფრინავს კომერციული მგზავრების გადაყვანის ლიცენზია?

6) ჰქონდა თუ არა პილოტ დევიდ იბოტსონს მგზავრების გადაყვანის ლიცენზია?

7) სატრანსფერო თანხის რა წილი მიიღო აგენტმა, უილი მაკკეიმ და ასე შემდეგ?

„კარდიფსა“ და „ნანტს“ შორის უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ფრანგულმა კლუბმა სატრანსფეროს თანხის მიღება მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით უელსელები მზად არიან ყველაფერზე თანხმობა განაცხადონ თუ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს მიიღებენ.

ასევე იხილეთ - მოროზოვი: "ჩვენთვის საქართველოსთან გათანაბრება სასაცილოა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები