Aa
Aa

მონფილსმა როტერდამის ტურნირი მოიგო

ჰოლანდიის საპორტო ქალაქ როტერდამში 500-იანი საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა, რომლის ფინალშიც გაელ მონფილსი და სტენ ვავრინკა შეხვდნენ, რომლებიც განუთესავები იყვნენ, ასეთი ფინალი კი როტერდამში 2008 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და შოუს ელემენტებით გაჯერებული გამოდგა, საბოლოოდ კი მონფილსმა იმარჯვა და გასული წლის იანვრის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.

მატჩის დასაწყისში ფრანგი აშკარად უკეთესი იყო და ადრეული ბრეიკით მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია, მეორე სეტში ყველაფერს ვავრინკა აკონტროლებდა და საქმე გადამწყვეტ პარტიამდეც მიიყვანა, თუმცა იქაც უკეთესი მონფილსი აღმოჩნდა - 6:3; 1:6; 6:2.

გაელ მონფილსმა კარიერაში მერვე ტიტული მოიგო, ვავრინკამ კი 2017 წელს მუხლზე გადატანილი 2 ოპერაციის შემდეგ, ATP-ს ტურნირის ფინალში გასვლა პირველად შეძლო. მონფილსმა აღნიშნული გამარჯვებით 500 სარეიტინგო ქულა და 405 030 ევრო მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები