Aa
Aa

კილიან მბაპეს ისტორიული შედეგი

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკლავი, კილიან მბაპე, ლიგა ერთის რეკორდების დამხობას განაგრძობს. 20 წლის ფრანგი ფეხბურთელი ამჯერად „სენტ ეტიენის“ წინააღმდეგ გამოირჩა. კილიანმა თავი შეხვედრის 73-ე წუთზე გამოიჩინა და მისი გოლის წყალობით პარიზელებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.

ფრანგული ტაბლოიდების ცნობით მბაპე უკანასკნელი 45 წლის განმავლობაში ლიგა ერთში მოასპარეზე პირველი ფრანგი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონატის საწყის 18 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

აღნიშნულ მიღწევას თავად კილიანიც გამოეხმაურა და განაცხადა: „მაღალი დონის კლუბის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც საშინაო კედლებში განსაკუთრებით კარგად ასპარეზობს. ამ სტადიონზე გამარჯვების მოპოვებას ბევრი ნამდვილად არ გეგმავს. საბედნიეროდ წარმატებას მივაღწიეთ და კმაყოფილები ვართ იმით, რომ შინ სამი ქულით ვბრუნდებით. სეზონის დარჩენილი ნაწილი ასეთ სტილში უნდა ჩავატაროთ და მაქსიმალურად მაღალი მიზნები დავისახოთ. ჩემი სტატისტიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდი უფრო წინ დგას“.

„სენტ ეტიენთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „პსჟ“-ს 62 ქულა დაუგროვდა. პარიზელები უშუალო მდევარს, „ლილს“, 12 ქულით უსწრებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები