პარუნაშვილის გუნდმა ''ბრონდბიუ'' დაამარცხა და მესამე ადგილზეა
Aa
Aa

პარუნაშვილის გუნდმა ''ბრონდბიუ'' დაამარცხა და მესამე ადგილზეა

დანიის სუპერლიგის 22-ე ტურში ''ესბიერგმა'' შინ უშუალო კონკურენტი ''ბრონდბიუ'' 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა 90 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, ''ესბიერგი'' სუპერლიგას მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა და საკმაოდ კარგად ასპარეზობს. ლაშა პარუნაშვილის გუნდს ევროსაგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს. მიმდინარე სეზონში ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა დანიის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

14-გუნდიან სუპერლიგაში ''ესბიერგი'' 32 ქულით მესამე ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ''ბრონდბიუს'' მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ''ბრონდბიუს'' მსგავსად 31 ქულაა ''რანდერსისა'' და ''ჰორსენსის'' ანგარიშზე. ''რანდერსი'' შინ ''კოპენჰაგენთან'' 0:2 დამარცხდა. ''რანდერსის'' ლიდერმა საბა ლობჟანიძემ ''კოპენჰაგენის'' წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 81-ე წუთზე შეცვალეს, ქართველ გარემარბს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.

ფოტო: John Randeris/Ritzau Scanpix, Lars Rønbøg, Getty Images

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები