მილტონ ჰეიგი მატჩის შემდეგ: „დებიუტანტებით ძალიან კმაყოფილი ვარ
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი მატჩის შემდეგ: „დებიუტანტებით ძალიან კმაყოფილი ვარ"

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ავჭალაში ესპანეთს უმასპინძლა და 24:10 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველ ტაიმში შერკინებაში არსებულ სირთულეებზე, დებიუტანტებზე და მატჩის მსვლელობაზე ისაუბრა მილთონ ჰეიგმა:

„მიუხედავად ყველაფრისა, გოგიჩაშვილი ახალგაზრდა მორაგბეა, რომელსაც გამოცდილი მოწინააღმდეგის წინაშე უწევდა თამაში. ნებისმიერ მორაგბეს შეიძლება რაღაც თამაში ისე არ წაუვიდეს, როგორც თავად სურს. მოდით ასე ვთქვათ, გოგიჩაშვილს მძიმე თამაში ჰქონდა. ეს შევამჩნიეთ და მეორე ტაიმში შევცვალეთ, თუმცა ცვლილება მის უნარებს არანაირად არ აკნინებს“.

„ქარის მიმართულებით თამაშისას ძალიან რთულია ბურთი განივად ჩაათამაშო და ფრთებამდე ჩაიტანა, რადგან ის ქარს წინ მიაქვს. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა, ქარს ბურთი უკვე უკან, ჩვენს მხარეს მოჰქონდა, სწორედ ეს მესიჯი მივაწოდეთ ბიჭებს შესვენებისას“.

„გამომდინარე ამინდიდან, პატარა ტექნიკური წუნიც კი იზრდება და ამის გამო გადავწყვიტეთ ახლო-ახლო, ბრტყლად გვეთამაშა. როდესაც ვნახეთ რისი შეცვლა შეიძლებოდა, ეს ცვლილებები მოვახდინეთ“.

„ძალიან კმაყოფილი ვარ დებიუტანტებით. განსაკუთრებით მინდა ქერდიყოშვილი გამოვყო, რომელიც ნოემბრის ტესტებზეც ჩვენთან იყო და მაშინ სათამაშო დრო არ მისცემია. თუმცა ერთიც არ დაუწუწუნია და დღეს მან თავისი თამაში აჩვენა“.

rugby.ge

ასევე იხილეთ - ნემსაძის პასუხი რუსებს: "მოედანზე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერი იქ გამოჩნდება"

ცხელი ამბები