სოლარი:
Aa
Aa

სოლარი: "სამივე ტურნირისთვის უნდა ვიბრძოლოთ"

მადრიდის "რეალმა" 24-ე ტურში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ჟირონასთან" მოულოდნელად 1:2 წააგო და საჩემპიონო ბრძოლას ამ ეტაპზე ჩამოშორდა.

მადრიდელთა თავკაცი სანტიაგო სოლარი ოპტიმიზმს არ კარგავს და სამივე ტიურნირზე ბოლომდე ბრძოლას გეგმავს.

"უნდა წამოვდგეთ და გზა განვაგრძოთ. ჯერჯერობით ჩვენთვის სამივე ტურნირი ღია არის და მათთვის უნდა ვიბრძოლოთ.

აქამდე საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ. ეს რეალობა უნდა მივიღოთ. ჩვენ დიდებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს.

ფეხბურთი კოლექტიური თამაშია. "ჟირონა" დღეს ძალიან კარგი იყო, ისინი ძლიერად გამოიყურებოდნენ და მათ მეორე ტაიმში უპირატესობა გაზარდეს.

ხოლო, როდესაც უპირატესობა ჩვენს ხელში იყო მომენტები ვერ გამოვიყენეთ".

ამ მომენტისთვის "რეალი" "ბარსელონას" 9 ქულით ჩამორჩება და მესამე პოზიციაზე იმყოფება.

რეალი - ჟირონა 1:2

 

ასევე იხილეთ - მოროზოვი: "ჩვენთვის საქართველოსთან გათანაბრება სასაცილოა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები