''მანჩესტერი
Aa
Aa

''მანჩესტერი" ლუკაკუს უშვებს - მოლაპარაკებები დიბალასთან და იკარდისთან

საფეხბურთო კლუბი ''მანჩესტერ იუნაიტედი'' რომელუ ლუკაკუს გაყიდვას გეგმავს, სანაცვლოდ კი მაურო იკარდის ან პაულო დიბალას გადაბირებას შეეცდება. Mirror-ის ცნობით ინგლისურმა გრანდმა მილანის ''ინტერთან'' და ტურინის ''იუვენტუსთან'' მაურო იკარდისა და პაულო დიბალას ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო.

25 წლის დიბალა 2015 წლიდან ''იუვენტუსის'' ღირსებას იცავს. მას შემდეგ არგენტინელი მოთამაშე გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. კარიერის იტალიაში გაგრძელებამდე არგენტინული ''ინსტიტუტოს'' მოთამაშე იყო, ''იუვენტუსში'' გადაბარგებამდე კი ''პალერმოსთვის'' ასპარეზობდა. დიბალამ ''პალერმოსთან'' ერთად სერია ბ-ს გათამაშება ერთხელ მოიგო, ტურინულ კლუბთან ერთად კი სერია ა-ს გათამაშების სამგზის გამარჯვებულია.

რაც შეეხება მაურო იკარდის, მან პროფესიული კარიერა იტალიაში გაატარა, თავდაპირველად ''სამპდორიას'' შემადგენლობაში გამოდიოდა, 2013 წლიდან კი მილანის ''ინტერის'' ფორვარდია. 25 წლის სამხრეთამერიკელი 2018 წლის იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

პრემიერლიგის მრავალგზის ჩემპიონი არგენტინელი ფორვარდების გადაბირებას ჟოზე მოურინიოს გუნდშიც ყოფნისასაც გეგმავდა და 2019 წლის ზაფხულში მთავარი სამიზნე სწორედ იტალიური გრანდების ფორვარდები იქნებიან.

ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებული ოლე გუნარ სოლსკიაერი ლუკაკუს არ ენდობა, უპირატესობას რაშფორდს ანიჭებს.

ინგლისური მედიის ცნობით ზაფხულში ლისაბონის ''ბენფიკადან'' ''წითელ ეშმაკებში'' ჟოაო ფელიქსი გადავა, რომელიც სამომავლოდ ხუან მატას შემცვლელად მოიაზრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები