მატჩის მსვლელობის დროს ბოატენგის სახლი გაძარცვეს
Aa
Aa

მატჩის მსვლელობის დროს ბოატენგის სახლი გაძარცვეს

კევინ-პრინც ბოატენგის "ბარსელონური" კარიერა არც ისე სახარბიელოდ მიმდინარეობს.

განელ შემტევს თამაში საკმაოდ იშვიათად უწევს და მიცემულ მცირე შანსსაც ვერ იყენებს. ასე იყო "ვალიადოლიდთან" შეხვედრაშიც.

როდესაც ბოატენგი მოედანზე იყო და მესის მიერ შექმნილ შანსებს ანიავებდა, ამ დროს მის სახლს ძარცვავდნენ.

ბოატენგის სახლიდან 300 ათასი ევროს ღირებულების ქონება გაიტანეს.

ფეხბურთელს პოლიციამ დროებით დაცვა მიუჩინა. სავარაუდოდ ასეთი მდგომარეობა გამოძიების დასრულებამდე შენარჩუნდება.

Mundo-ს ინფორმაციით, სამართალდამცავები ჯერჯერობით დამნაშავეთა კვალზე არ გასულან.

შეგახსენებთ, რომ ბოატენგი "ბარსელონაში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იმყოფება. სურვილის შემთხვევაში კატალონიელები განელს 8 მილიონად გამოისყიდიან, ან უკან "სასუოლოში" დააბრუნებენ.

ასევე იხილეთ - მოროზოვი: "ჩვენთვის საქართველოსთან გათანაბრება სასაცილოა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები