სქოულზი: ''სოლსკიაერი გრძელვადიან კონტრაქტს იმსახურებს''
Aa
Aa

სქოულზი: ''სოლსკიაერი გრძელვადიან კონტრაქტს იმსახურებს''

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში პსჟ-სთან მარცხის მიუხედავად პოლ სქოულზის აზრით ''მანჩესტერ იუნაიტედში'' ოლე გუნარ სოლსკიაერმა მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა შეინარჩუნოს. სქოულზის აზრით კლუბმა ნორვეგიელთან გრძელვადიანი კონტრაქტი უნდა გააფორმოს.

პოლ სქოულზი: ''ვიცი, რომ პსჟ-სთან მარცხის შემდეგ ხალხი სოლსკიაერის შესაძლო წასვლის საკითხზე საუბრობს, მაგრამ ეს ხომ შესაძლოა ნებისმიერ მწვრთნელთან მიმართებაში მოხდეს, პსჟ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ამ გუნდის წინააღმდეგ შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე გამოცდილი მწვრთნელიც დამარცხდეს.

სოლსკიაერი გუნდში ღიმილით მოვიდა, ფეხბურთელებს თავისუფლება მისცა და შედეგიც ვნახეთ. გუნდში ბევრი ტალანტია და სოლსკიაერი შანსს იმსახურებს.

ოლეს სურს მთავარი მწვრთნელის პოსტზეც მოიგოს ტიტული. პსჟ-სთან მარცხის შემდეგ ინგლისის ასოციაციის თასი შესაძლოა ერთადერთი ტურნირია, რომლის მოგებაც მიმდინარე სეზონში რეალურია. იმედი მაქვს ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ''ჩელსის'' ბარიერს დაძლევს.''

შეგახსენებთ, ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მეტოქე ლონდონის ''ჩელსია.'' სოლსკიაერის გუნდს ტრავმის გამო მარსიალი და ლინგარდი ვერ დაეხმარებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები