გველესიანის გოლი და ქომაგთა ოვაციები
Aa
Aa

გველესიანის გოლი და ქომაგთა ოვაციები

ირანის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში ''პარს ჯონუბიმ'' შინ ''ნასაჯი'' 3:1 დაამარცხა.

''ნასაჯის'' სასტარტო შემადგენლობაში გიორგი გველესიანმა და ლაშა თოთაძემ ითამაშეს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 52-ე წუთზე კი გველესიანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გაიხსნა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა მცველმა შეცდომა 70-ე წუთზე გამოასწორა, პენალტი ზუსტად შეასრულა.

საბოლოოდ შეხვედრა ''პარს ჯონუბის'' გამარჯვებით 3:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მე-6 წუთიდან მოყოლებული ''ნასაჯი'' რიცხვობრივ უმცირესობაში ასპარეზობდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქომაგებმა გველესიანს ოვაციები მოუწყვეს

  

გველესიანი ''ნასაჯის'' კაპიტანია

16-გუნდიან ჩემპიონატში ''ნასაჯი'' 18 ქულით მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები