სანჩესი: ''მოურინიომ გუნდში არაჯანსაღი გარემო შექმნა''
Aa
Aa

სანჩესი: ''მოურინიომ გუნდში არაჯანსაღი გარემო შექმნა''

ალექსის სანჩესის თქმით ჟოზე მოურინიომ ''მანჩესტერ იუნაიტედში'' არაჯანსაღი ატმოსფერო შექმნა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გასული წლის დეკემბერში ინგლისური გუნდი დატოვა და სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ოლე გუნარ სოლსკიაერი დაინიშნა.

ჩილელი ფეხბურთელის განცხადებით ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელობისას თავდაჯერება დაკარგა.

ალექსის სანჩესი: ''ჟოზე მოურინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ცოდნითა თუ გზით, რაც მან გაიარა, მაგრამ მან გუნდში არაჯანსაღი გარემო შექმნა. თავდაპირევლად ვგრძნობდი რომ გუნდის ნაწილი ვიყავი, მაგრამ შემდგომში საპირისპიროდ ვფიქრობდი.

მასთან მუშაობისას ზოგჯერ ვთამაშობდი, შემდეგ არ მიწევდა თამაში და არასტაბილურად ასპარეზობამ თავდაჯერება დამაკარგვინა.

მსურს კლუბს მეტი სარგებელი მოვუტანო. ჩემი შესაძლებლობების მჯერა და მინდა ჩემი უნარები მოედანზე გამოვავლინო, დავამტკიცო, რომ გაცილებით მეტი შემიძლია.''

სანჩესი ლონდონის ''არსენალიდან'' ''მანჩესტერ იუნაიტედში'' 2018 წლის იანვარში გადავიდა. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა, რომელსაც ''ბარსელონაში'' უთამაშია, მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, რაც ცხადია შემტევი სტილის ფეხბურთელისთვის ერთწლიან პერიოდში ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები