რობენი:
Aa
Aa

რობენი: "ყველაზე ჯოჯოხეთური სტადიონი? "ენფილდი" ცალსახად"

არიენ რობენმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კლოპი შეაქო და "ჩელსიში" თამაშისას "მერსისაიდელებთან" შეხვედრა გაიხსენა.

"თუ თქვენ მკითხავთ, რომელია ჩემთვის ყველაზე ჯოჯოხეთური სტადიონი, ცალსახად გიპასუხებთ, რომ "ენფილდი".

ყველას ჰყავს თავისთვის სასურველი და საძულველი მოწინააღმდეგე. როდესაც "მერსისაიდელებთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი დავთმეთ, იმ მომენტისთვის ეს გუნდი ნამდვილად იყო ის კოლექტივი, რომელსაც ტურნირის მოგება შეეძლო.

ეს იყო მებრძოლთა კოლექტივი.

ერთ ან ორ შეხვედრაში მათ ნებისმიერი მატჩის მოგება შეეძლოთ, თუმცა ამას მთელი სეზონის განმავლობაში ვერ აკეთებდნენ.

ისინი კონკრეტულ მომენტში საჭირო ადგილას, საჭირო ფორმით იყვნენ და შედეგსაც მიაღწიეს.

ახლა ვფიქრობ დრო შეიცვალა და "ლივერპული" გაცილებით კარგად დაკომპლექტებული გუნდია. კლოპმა ჩინებულად იმუშავა. ისინი გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყვნენ, ახლა კი პრემიერლიგას ლიდერობენ. ჩემპიონატი მათ ძალიან დიდი ხნის წინ მოიგეს და ამ სეზონში "მერსისაიდელთა" მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის".

ასევე იხილეთ - ერთი მატჩით - ფერგიუსონი მთავარ მწვრთნელად დაბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები