ყაზაიშვილის მორიგი გოლი ''სან ხოსეში''
Aa
Aa

ყაზაიშვილის მორიგი გოლი ''სან ხოსეში''

მოსამზადებელ ეტაპზე ამერიკულმა ''სან ხოსემ'' მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას გუნდმა ბობ ბრედლის გაწვრთნილი ''ლოს ანჯელესი'' 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან მესამე გოლი ყაზაიშვილის ანგარიშზეა, მან გოლი ახლო მანძილიდან გაიტანა.

''ლოს ანჯელესის'' წინააღმდეგ გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ყაზაიშვილმა მეორე გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა მექსიკურ კანკუნის ''პიონეროსთან''  ბრწყინვალე გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები