როგორ აფასებს საკუთარი გუნდის შანსებს გუს ჰიდინკი?
Aa
Aa

როგორ აფასებს საკუთარი გუნდის შანსებს გუს ჰიდინკი?

გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ კომენტარი რათქმაუნდა ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გუს ჰიდინკმაც გააკეთა, რომელმაც მომდევნო ეტაპზე მისი გუნდის გასვლის შანსები შეაფასა:

"წაგება ყოველთვის არასასიამოვნოა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ორმატჩიანი დუელია და სტუმრად გატანილი გოლისგან შეგვიძლია უპირატესობა მოვიპოვოთ. რათქმაუნდა შეგვეძლო უკეთესო ანგარიში დაგვეფიქსირებინა, რადგან რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა 2-1 შემდეგ შანსები კვლავ სერიოზულია. მოთამაშეებმა დიდებულად იმუშავეს. არამხოლოდ მცველები, არამედ ნახევარმცველებიც ძალიან კარგად იცავდნენ თავს. „პარი სენ ჟერმენს“ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და შეუძლიათ რომ მეორე ტაიმისთვის სამი ტოპ–მოთამაშე ჩართონ თამაშში. კონტრშეტევებზე უფრო ეფექტურად უნდა გვემოქმედა, თუმცა პარიზში ეს ძალიან რთულია. შანსები კვლავ 50–50–ზეა. დღევანდელ საღამო რომ გვერდით გადავდოთ, ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია. "პსჟ–ს" უყვარს შემტევი ფეხბურთი, ამიტომ ლონდონური მატჩისთვის ტაქტიკურად იდეალურად უნდა მოვემზადოთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“ – განაცხადა გუს ჰიდინკმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები