Aa
Aa

ქვილითაიამ ''გენტისთვის'' გაიტანა - გოლი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ბელგიური ''გენტის'' მაისურით მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და ''ბევერენთან'' შეხვედრაში მესამე გოლი თავური დარტყმით შეაგდო. ქვილითაია ''ბევერენთან'' მატჩში 76-ე წუთზე თამაშში ჩაერთო და მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე გოლი გაიტანა.

მატჩი ''ბევერენის'' საშინაო არენაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ''ბევერენი'' 85-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა და ქვილითაიას გოლისას მასპინძლები რიცხვობრივ უმცირესობაში იყვნენ.

ტრავმის გამო ''გენტის'' შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე არ იმყოფებოდა. სავარაუდოდ, 19 წლის ქართველი ტალანტი შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''გენტი'' 38 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო ''ბევერენი'' მე-14 ადგილზეა.

შეგახსენებთ, ქვილითაიას სექტემბერში მიღებული ტრავმის გამო სეზონის პირველი ნახევარი გაუცდა. მოედანს მიმდინარე წელს დაუბრუნდა, გასულ ტურში ''მუსკრონთან'' ითამაშა, გოლი არ გაუტანია, ამჯერად კი ''ბევერენთან'' თავი გოლით გამოიჩინა და შესაძლოა შემდეგ შეხვედრაში სასტარტოში ვიხილოთ.

ქვილითაიამ 2018 წლის 2 სექტემბერს ''სერკლ ბრიუგეს'' გაუტანა. მას შემდეგ ქართველ ფორვარდს გოლი არ ჰქონდა გატანილი, რისი მიზეზიც მძიმე ტრავმა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები